» » FCB: ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან

FCB: ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან

12-03-2019, 23:40 TOTALMAN ინტერვიუ 0

FCB: ინტერვიუ ხამეს როდრიგესთან
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ოპტიმალური ბალანსი უნდა იპოვოს დაცვასა და შეტევას შორის. ხამეს როდრიგესი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელმაც სწორედ ამაზე უნდა იზრუნოს. fcbayern.com-თან ნახევარმცველმა ხვალინდელ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი რეკორდმაისტერსა და ლივერპულს შორის 14 მარტს თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

პირველ შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა შთაბეჭდილება დაცვაში კომპაქტური თამაშითა და ბრძოლისუნარიანობით მოახდინა. საპასუხო მატჩში რა ითამაშებს განსაკუთრებულ როლს?

ხამეს როდრიგესი: "შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იდეალურად უნდა ვითამაშოთ. ლივერპული სრაფი ფეხბურთეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც თავს იდეალურად მაშინ გრძნობენ, როდესაც თავისუფალი სივრცეები ეძლევათ. შესაბამისად, მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ, მაქსიმალურად მოტივირებულად. უნდა შევეცადოთ კარგი თამაში ვაჩვენოთ".

ლივერპულში პირველი შეხვედრა 0:0 დასრულდა - კარგი რეზულტატია თუ სახიფათო?

ხამეს როდრიგესი: "სახიფათო! ვფიქრობ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ლივერპული საკმაოდ სწრაფად გადადის კონტრშეტევაზე, თუმცა მგონია, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის ყველა შანსი გვაქვს".

თქვენი კარიერის განმავლობაში სამჯერ ითამაშე ლივერპულის წინააღმდეგ და არცერთხელ არ დამარცხებულხართ. რა გაძლევთ იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ოთხშაბათს არ შეწყდება ეს სერია?

ხამეს როდრიგესი: "ყოველთვის ვცდილობ რწმენა შევინარჩუნო და გამარჯვება მსურს. ყოველთვის მსურს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ჩვენ ზუსტად ეს გვინდა".

ენფილდზე დიდებული ატმოსფერო იყო. რას ელი ალიანს არენასგან?

ხამეს როდრიგესი: "ვფიქრობ გულშემატკივრები მძლავრი ატმოსფეროთი დაგვმუხტავენ და წინსვლისკენ გვიბიძგებენ, რათა თავი მაქსიმალურად კომფორტულად ვიგრძნოთ და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ ორთაბრძოლაში".

ლივერპულის შეტევა კარგად შეთამაშდა ბოლო წლების განმავლობაში. რომელ ფეხბურთელს გამოყოფდი?

ხამეს როდრიგესი: "ყველა ფეხბურთელი მაღალი დონისაა, კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე კონცენტრირება არ შეიძლება. ლივერპულის ყველა ფეხბურთელი კარგია და ამიტომ როგორც ერთი მთლიანი ისე უნდა ვითამაშოთ, რათა თითოეული მათგანი გავთიშოთ თამაშიდან და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ".
2

წყარო:

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..