» » გორეცკამ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ფრე მოუტანა

გორეცკამ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ფრე მოუტანა

21-03-2019, 13:59 -ss- სიახლეები 0

გორეცკამ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ფრე მოუტანა
ოთხშაბათს საღამოს, ლეონ გორეცკას მიერ გატანილი გოლის წყალობით, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის პირველ დაპირისპირებაში, სერბეთის ეროვნულ გუნდთან, ფრეს მიაღწია. მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი მოედანზე 56-ე წუთზე გამოჩნდა და უკვე 69 წუთზე, საჯარიმო ხაზიდან განხორციელებული უძლიერესი დარტყმით, გოლიც შეაგდო.

ბუნდესტიმის შემადგენლობაში ასევე ითამაშა მანუელ ნოიერმა (46-ეწ), ნიკლას ზიულემ და იოზუა კიმიხმა. რაც შეეხება სერჟ გნაბრის, ამ უკანასკნელმა გაციების გამო, ხსენებულ ორთაბრძოლაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.

გერმანიის ნაკრებმა, მატჩის პირველივე წუთებიდან სწრაფი, შემტევი ფეხბურთის დემონსტრირება მოახდინა, თუმცა მეტოქე გუნდის პირველივე დარტყმა, გოლით დასრულდა. შეხვედრის 12-ე წუთზე თავი "აინტრახტის" შემტევმა ლუკა იოვიჩმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ მის მიერ, ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიების, არანაირი შანსი არ ჰქონდა მანუელ ნოიერს.

დარჩენილ დროში, იოაჰიმ ლიოვის შეგირდები, შემტევი ფეხბურთის თამაშს აგრძელებდნენ, თუმცა მიუხედავად არსებული მრავალი სახიფათო მომენტისა, ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 69-ე წუთზე შეძლეს(ლ. გორეცკა). შეგახსენებთ, კვირას თბილისის დროით 23:45 საათზე, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის ეგიდით, მანუელ ნოიერი და კომპანია ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავენ პაექრობას.
0

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.