» » TZ: კინგსლი კომანმა ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა

TZ: კინგსლი კომანმა ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა

23-03-2019, 12:21 TOTALMAN სიახლეები 0

TZ: კინგსლი კომანმა ვარჯიში ნაადრევად შეწყვიტა
ტრავმის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის შემტევი გარემარბის საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნება საკმაოდ მოკლე აღმოჩნდა. ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა TZ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 22 წლის ნახევარმცველმა ნაკრებთან ერთად ვარჯიში ტკივილის გამო ნაადრევად დაასრულა.

კინგსლი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ქ. კიშინიოვში იმყოფებოდა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში ფრანგებს მოლდოვასთან უნდა ჩაეტარებინა გასვლითი მატჩი, თუმცა პარასკევს გამართულ ვარჯიშზე რეკორდმაისტერის ფლანგელმა მოულოდნელად ტკივილი იგრძნო და მოედანი დატოვა.

შეხვედრის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე კინგსლი კომანი ბელზ მატუიდმა შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ შემტევს საფრანგეთის ნაკრებში სხვადასხვა ტრავმების გამო 2017 წლის ნოემბრიდან არ უთამაშია. კომანს ასევე მოუწია რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაც.

"საერთაშორისო დონის ტიტული არ მომიპოვებია, ასე რომ მშიერი ვარ", - კინგსლი კომანის ციტირებას ახდენს TZ.

TZ-ს სტატიაში არ წერია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად სერიოზულია რეკორდმაისტერის 22 წლის შემტევი გარემარბის ტრავმა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ კინგსლი კომანი მწყობრში მოკლე დროში დაბრუნდება და ტრავმა არ გაუმიზეზდება.
1

წყარო:

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.