» » კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 5 - 0 დორტმუნდის "ბორუსია"

კომენტარები : მიუნხენის "ბაიერნი" 5 - 0 დორტმუნდის "ბორუსია"

7-04-2019, 11:28 -ss- სიახლეები / მიმოხილვა 0 36

შაბათს, 6 აპრილს გერმანიის ჩემოპიონატის 28-ე ტურის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა. "ბავარიამ" სტუმარი გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. ამ შედეგით "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში გალიდერდა და თავის უშუალო კონკურენტს ერთი ქულით უსწრებს. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.

ნიკო კოვაჩი -"ვფიქრობ, დღეს სრული 90 წუთის განმავლობაში ბრწყინვალე თამაში ვაჩვენეთ. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, სენსაციურები ვიყავით ყველა პარამეტრში. მოხიბლული ვარ იმ ფეხბურთით, რისი დემონსტრირებაც მოვახერხეთ. ეს ძალიან მახარებს და მსურს მივულოცო გუნდს გამარჯვება. ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი - დამსახურებულია. წინ ჯერ კიდევ 6 მატჩია დარჩენილი და ყველამ კარგად ნახა, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში შეიცვალოს ყველაფერი. ჩვენ, ისევე როგორც "ბორუსიელებს" ძალიან რთული შეხვედრები გველის. სწორედ ამიტომ არ ღირს ახლა საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილია."

მანუელ ნოიერი - "ძალიან კარგად ვითამაშეთ. ამის გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ყველა მიმართულებით, როგორც შეტევაში ისე დაცვაში, შესანიშნავად ვმოქმედებდით და რაც მთავარია გუნდური თამაშის ჩვენება შევძელით. მატჩში ვდომინირებდით. პირველად, დიდი დროის შემდეგ, ჩვენ მოვახერხეთ და მართლაც მნიშვნელოვანი მატჩი, ჩვენთვის სასარგებლო შედეგით დავასრულეთ."

ლუსიენ ფავრი ("ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი) -"ამ ანგარიშის (5-0) გათავისება, ძალიან რთულია. "ბავარიამ" დაიმსახურა ასეთი გამარჯვება. ჩვენ გაკვეთილი მივიღეთ. შეგვეძლო ანგარიშის გახსნა, რასაც თავის მხრივ შესაძლოა შეხვედრის მსველობაზე გავლენა მოეხდინა. ამის შემდეგ "ბავარია" დომინირებდა, დემონსტრირებდა მაღალ ტემპს და იყო უკეთესი გუნდი. როდესაც პირველ ტაიმს ანგარიშით 4-0 აგებ, რა თქმა უნდა, რთულია შემოაბრუნო მატჩი."

მარკო როისი -"კატასტროფულად ვითამაშეთ. საშინლად ვმოქმედებდით დაცვაში. ამის ახსნა წარმოუდგენელია. დღეს "ბავარია" უკეთესი გუნდი იყო, ეს უნდა ვაღიაროთ. მიუხედავად ამისა, ყველაფერი ცივსისხლიანად უნდა გავაანალიზოდ. ასეთი რამ არც ერთი სხვა გუნდის წინააღმდეგ არ უნდა დაგვემართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები გვექნება. გვმართებდა მეტი წნეხის განხორციელება, თუმცა ეს ვერც ერთი წამით ვერ შევძელით. პირველი სახიფათო მომენტი ჩვენ შევქმენით, თუმცა მოედანზე ცუდი გუნდი სწორედ ჩვენ ვიყავით."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..