პავარი : "ბაიერნის" შემოთავაზება არ უნდა უარყო
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "შტუტგარტის" უკანახაზელი ბენჟამენ პავარი, რომელიც მომავალი სეზონიდან მიუნხენური კლუბის ღირსებას დაიცავს, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ამჟამინდელ მდგომარეობაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მხოლოდ, ახლა ვიწყებ იმის გააზრებას, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. ამ მოცემულობას კარგად ვითავისებ და ვრჩები ისეთად, როგორიც ვიყავი. რაც შეეხება, ჩემს მიერ გატანილ გოლს არგენტინის ნაკრების კარში, იმედს ვიტოვებ, რომ მსგავს გოლს კიდევ ერთხელ გავიტან. ყოველ ჯერზე, რომდესაც ბურთი ჩემსკენ მოდის, ვგრძნობ გულშემატკივრების მოლოდინს და გონებაში მსგავსი აზრები მიელვებს. თუმცა, არ უნდა დავივიწყო ის ფაქტი, რომ "ბავარიამ" ამ გატანილი გოლის გამო კი არ გადაწყვიტა ჩემი შეძენა, არამედ იმის გამო, რომ ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ. დაცვაში კარგად ვმოქმედებ, მაქვს კარგი ტექნიკა. "ბაიერნის" შემოთავაზება არ უნდა უარყო."-ციტირებს პავარის სიტყვებს გამოცემა Canal Football Club
23 წლის ფეხბურთელი, მიმდინარე საფეხბურთო სეზონში სათამაშო დროის ნაკლებობას არ უჩივის. ხსენებულმა უკანახაზელმა, გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 25 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.