» » რუმენიგე : ალონსო გამორჩეულად ჭკვიანი ფეხბურთელი იყო

რუმენიგე : ალონსო გამორჩეულად ჭკვიანი ფეხბურთელი იყო

1-05-2019, 14:43
082
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში "რეკორდმაისტერის" ყოფილი ფეხბურთელის - ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრობს. "კალეს" განცხადებით, ალონსო დიდი სტრატეგიული ნიჭით გამოირჩეოდა და სამომავლოდ მას სიამოვნებით იხილავდა, მიუნხენური გრანდის თავკაცის რანგში.


"ვფიქრობ, ოდესღაც "ბავარიას" დასჭირდება შესაბამისი სამუშაოს გაწევა იმისათვის, რომ ჩაბი ალონსო დაიბრუნოს. ის იყო საუკეთესო ნახევარმცველი მათ შორის, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ასპარეზობდა "ბაიერნში." ის არ იყო ყველაზე სწრაფი მოთამაშე, თუმცა იყო საუკეთესო სტრატეგი და გამორჩეულად ჭკვიანი ფეხბურთელი, ვინც კი მინახავს ნახევარდაცვის ხაზში. ჩაბი იყო ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც თავისუფლად საუბრობდა ოთხ ენაზე, მათ შორის გერმანულადაც. ჩემი სურვილია ოდესმე იგი დაბრუნდეს "ბავარიაში", ის ნამდვილი ჯენტლმენია."-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, ჩაბი ალონსო მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში 2014-2017 წლებში ასპარეზობდა. არის გერმანიის სამგზის ჩემპიონი, ასევე ნაციონალური თასის და სუპერთასის მფლობელი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..