» » როისი : დარჩენილი მატჩების მოგება გვმართებს

როისი : დარჩენილი მატჩების მოგება გვმართებს

1-05-2019, 15:17 -ss- სიახლეები 0

როისი : დარჩენილი მატჩების მოგება გვმართებს
დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი მარკო როისი, გერმანიის ჩემპიონატის 31-ე ტურს აფასებს, რა დროსაც მისი გუნდი გელზენკირხენის "შალკესთან" გამართულ პაექრობაში, ანგარიშით 2:4 დამარცხდა.

"არ არის საჭირო წითელ ბარათზე საუბარი. ჩემი სურვილი არ ყოფილა მოწინააღმდეგე ფეხბურთელისთვის განგებ ზიანი მიმეყენებინა, უბრალოდ მოქმედება დავაგვიანე და საბოლოო ჯამში თამაშის წესები დავარღვიე. ძალიან რთული იქნება დავეწიოთ "ბაიერნს", თუ დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვებებს ვერ მოვიპოვებთ."-აღნიშნავს, როისი.

ხსენებულ ტურში ვერც მიუნხენის "ბაიერნი" გამოირჩა მოგებით. "ნიურნბერგთან" გამართულ შეხვედრაში "ბავარიელები" ფრეს დასჯერდნენ. "ვფიქრობ შესამჩნევი იყო, რომ ოთხშაბათს მძიმე მატჩი გვქონდა გადატანილი. ასევე აღსანიშნავია, რომ მოედანზე შექმნილი ატმოსფერო ბრწყინვალე იყო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კი შესანიშნავად მოქმედებდნენ. ქომაგები საკუთარ გუნდს ბიძგს აძლევდნენ. მოწინააღმდეგე სრული 90 წუთის განმავლობაში ბურთისთვის იბრძოდა და თავგანწირვით იცავდა თავს. მათ ქულა გამოიმუშავეს. დღეს ჩვენ გვქონდა მომენტები, მიუხედავად ამისა ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ქულის აღება შევძელით. ძალიან გაგვიჭირდა, პირველი მიზეზი იყო ის, რომ "ნიურნბერგი" ბრწყინვალედ თამაშობდა, მეორე კი ოპტიმალური ფორმისგან შორს ვიყავით. ეს ძალიან საწყენია, რადგანაც დღევანდელ ორთაბრძოლაში შეგვეძლო დორტმუნდელებთან სხვაობა 4 ქულამდე გაგვეზარდა."-აღნიშნავდა ნამატჩევს ნიკო კოვაჩი.

"ვიცოდით, თუ რა შანსები გვქონდა დღეს. სწორედ ამიტომ, მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდში არსებული განწყობა სახარბიელო არ არის, თუმცა თავის აწევა გვმართებს, რადგანაც მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში მრავალი მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, რომელშიც ყველაფერია შესაძლებელი. დღევანდელ შედეგზე ბევრმა ფაქტორმა იქონია გავლენა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ "ნიურნბერგი" კარგად ასპარეზობდა, ასევე შესამჩნევი იყო ისიც, რომ ბოლო დღეებში რთული მატჩები გვქონდა. "ვერდერთან" გამართული სათასო და საჩემპიონო თამაშები ცალსახად მარტივი არ ყოფილა. ეს დღეს შესამჩნევი იყო. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში 1-1 ცუდი რეზულტატი არ არის."-ეს კი დავად ალაბას სიტყვებია.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..