» » ჰიონესი : ეს წლის ანეკდოტია

ჰიონესი : ეს წლის ანეკდოტია

12-05-2019, 20:31
071
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ული ჰიონესი, გერმანიის ჩემპიონატის 33-ე ტურის ეგიდით, "ლაიპციგსა" და "რეკორდმაისტერს" შორის გამართულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ჰიონესი უკმაყოფილებას არ მალავს მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე და აღნიშნავს, რომ არბიტრებმა სამართლიანად გატანილი გოლი - უსამართლოდ გააუქმეს.

"ეგრედ წოდებული თამაშგარე მდგომარეობა - ეს წლის ანეკდოტია. VAR სისტემა არსებობს იმისათვის, რომ მოხდეს აშკარად არასწორი გადაწყვეტილებების გადასინჯვა. მიღებული გადაწყვეტილება კი ასეთი არ იყო. ფეხბურთელები ერთ ხაზზე იყვნენ."-ციტირებს გამოცემა RP Online "ბავარიელთა" ხელმძღვანელის სიტყვებს.

მიუნხენის "ბაიერნმა" დაკარგა რა ხსენებულ ორთაბრძოლაში ქულები, ხელიდან გაუშვა შანსი ვადაზე ადრე გაენაღდებინა გერმანიის ჩემპიონობა. საფინალო ტურამდე ერთი მატჩით ადრე, "ბავარია" სატურნირო ცხრილის ლიდერია (75ქ) და თავის უშუალო კონკურენტს დორტმუნდის "ბორუსიას" ორქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..