» » ნიკო კოვაჩი : დიდი მადლობა გუნდს და გულშემატკივარს

ნიკო კოვაჩი : დიდი მადლობა გუნდს და გულშემატკივარს

19-05-2019, 10:02
0127
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, ფრანკფურტის აიტრახტთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ემოციებს ვერ მალავდა და აღნიშნავდა, რმ ეს უბედნიერესი წუთები იყო მის ცხოვრებაში. ხსენებული გამარჯვებით მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდედ მოახერხა გერმანიის ჩემპიონატის მოგება.


"დიდი მადლობა გუნდს და ჩვენს გულშემატკივარს. დიდ წარმატებას მივაღწიეთ. შემოდგმაზე ჩვენ 9 ქულიანი ჩამორჩენა გვქონდა, სწორედ ამიტომ ბიჭებს მთელი გულით ვულოცავ. უაღრესად ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავე დროს სრულიად გამოფიტული. ვიმედოვნებ, მომავალ კვირას კონდიციებს აღვიდგენთ. მსმენია, რომ ამ დრომდე მხოლოდ დიდმა კაიზერმა (ბეკენბაუერი) მოახერხა, ის რომ გამხდარიყო "ბაიერნთან" ერთად ჩემპიონი, როგორც ფეხბურთელის ისე მთავარი მწვრთნელის რანგში. მაგარამ ეს მეორეხარისხოვანია."

"ასევე მსურს მიულოცო ფრანკფურტის აინტრახტს, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება. ფეხბურთი ემოციებს ნიშნავს, ემოციები ეს არის ყველაზე მთავარი რამ ფეხბურთში. სწორედ ამიტომ დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ქომაგს. ვიცოდით, რომ აინტრახტს თითოეული ქულა განსაკუთრებით ესაჭიროებოდა, ასევე ვიცოდით, რომ დორტმუნდს შესვენებაზე ანგარიში მიყავდა. ამ სეზონში კი გაფრთხილება არაერთხელ მიგვიღია. როდესაც 2:1 გახდა ბედნიერები ვიყავით. ცნობილი იყო, რომ მივიღებდით კიდევ უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს, რაც შესანიშნავად გამოვიყენეთ კიდეც."-ციტირებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი ნიკო კოვაჩის სიტყვებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..