» » ლეგენდარული ფეხბურთელების უკანასკნელი მატჩი "ალიანც არენაზე"

ლეგენდარული ფეხბურთელების უკანასკნელი მატჩი "ალიანც არენაზე"

19-05-2019, 10:44
0114
ფრანკფურტის აინტრახტთან გამართული დაპირისპირება განსაკუთრებული იყო, მიუნხენის "ბაიერნის" ორი ლეგენდარული ფეხბურთელისათვის. ფრანკ რიბერი და არიენ რობენი უკანასკნელ მატჩს ატარებდნენ "ალიანც არენაზე".


"მთელი ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ცოლი, მშობლები, ცოლის მშობლები და ნათესავები, სპეციალურად ამ მომენტისთვის ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან. ძალიან რთული იყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ჩემპიონები გავხდით. ეს ჩემი უკანასკნელი დიდი მომენტია აქ, ალიანც არენაზე. გატარებული ჩემს მეგობრებთან და გულშემატკივრებთან ერთად. მე აქ ვასპარეზობდი არა 3-4 წელი, არამედ 12 წელი. აქ უამრავი დიდებული წუთები გავატარე, ყველაზე საუკეთესო სეზონი კი 2013 წელს უკავშირდება. მაშინ ჩვენ საოცრება შევძელით."-აღნიშნავდა ფრანკ რიბერი

"ასეთი მატჩის შემდგომ, შენს სხეულს უამრავი ემოცია იპყრობს. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ეს უბრალოდ უნდა გამოცადო. მე ხუთი თვე ვიბრძოდი იმისათვის, რომ მოედანზე დავბრუნებულიყავი. დღეს ეს ყველაფერი დამიფასდა."-ეს კი არიენ რობენის სიტყვებია.

ლეგენდარული ფეხბურთელების უკანასკნელი მატჩი "ალიანც არენაზე"


0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..