» » Goal: კოვაჩი არიენ რობენის და ფრანკ რიბერის შესახებ საუბრობს

Goal: კოვაჩი არიენ რობენის და ფრანკ რიბერის შესახებ საუბრობს

19-05-2019, 12:32 -ss- სიახლეები 0 40

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი, რომელიც 18 მაისს გერმანიის ჩემპიონობას ზეიმობდა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში კლუბის ვეტერანი ვინგერების შესახებაც აკეთებს კომენტარს. კოვაჩის განცხადებით, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი იმსახურებდნენ იმას, რაც ხსენებულ საღამოს ვიხილეთ.



"ამ შეხვედრაში, ჩვენი სურვილი იყო მიგვეცა არიენ რობენისათვის და ფრანკ რიბერისათვის შესაძლებლობა, ერთგული ქომაგის წინაშე მაჟორულ ნოტაზე დაესრულებინათ ასპარეზობა. ისინი გამოვიდნენ სათადარიგო სკამიდან და ორივე მათგანმა გოლის გატანა შეძლო. ამაზე უკეთეს ვერც ვინატრებდით. ორივე ფეხბურთელი 10 წელზე მეტია ბუნდესლიგისა და კლუბის სახეები არიან. ძალიან რთული იყო მეთქვა მათთვის, რომ პირველივე წუთებიდან ვერ შეძლებდნენ თამაშს, თუმცა სპორტული გადაწყვეტილება სწორედ ამას მოითხოვდა."-აღნიშნავს კოვაჩი გამოცემა Goal-თან საუბრის დროს.

ხსენებულ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა "აინტრახტის" მთავარმა მწვრთნელმა ადი ჰიუტერმაც. "ჩემი მილოცვა "ბაიერნს"! ისინი გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდნენ და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს. ჩემი გუნდი გამოწურულია, როგორც ლიმონი. არავინ ფიქრობდა, რომ ასეთი სეზონი გვექნებოდა. მეშვიდე პოზიციაზე ვართ, გავედით ევროპა ლიგის ნახევარფინალში და გადავიტანეთ შესანიშნავი საღამო. ჯგუფური ეტაპის ეგიდით ჩვენ რეკორდი დავამყარეთ. ბევრმა ფეხბურთელმა საჭირო პროგრესირება მოახდინა. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეგვიძლია სეზონით კმაყოფილები ვიყოთ. ამ რეზულტატით ძალიან ამაყი ვარ."

მიუნხენის "ბაიერნს" ჩემპიონობა მიულოცა დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა მარკო როისმაც.-"რა თქმა უნდა გაწბილებულები ვართ, რადგანაც გვქონდა რეალური შანსი გვეზეიმა ჩემპიონობა. სამწუხაროდ გადამწყვეტ მომენტში შანსი ხელიდან გავუშვით. ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ "ბავარიამ" დაიმსახურა საჩემპიონო ტიტული."-აცხადებდა როისი გამოცემა L`Equipe სთან საუბრის დროს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..