» » Bild: ლევანდოვსკი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

Bild: ლევანდოვსკი ლეროი სანეს შესახებ საუბრობს

23-05-2019, 11:02
092
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი შემტევი რობერტ ლევანდოვსკი, გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Bild -თან მიცემულ ინტერვიუში, ლეროი სანეს შესახებ საუბრობს. ლევანდოვსკის განცხადებით სანე უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი სპორტული მახასიათებლები გააჩნია და აქვს შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ გუნდი ახალ დონეზე აიყვანოს.


"სანე? ეს სუპერ მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალე საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია და ამავე დროს ფლობს დიდ პოტენციალსაც. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მწვერვალზე აგვიყვანოს და გუნდი გააუმჯობესოს. თუ ვინმე მოვა გუნდში მან მყისიერად უნდა შეძლოს ისეთი დახმარების აღმოჩენა, რომ გუნდი ახალ საფეხურზე ავიდეს. ჩვენ არ გვაქვს დრო ველოდოთ ფეხბურთელს როდის მიაღწევს ის პროგრესს 1-2 წლის განმავლობაში. მან პირველივე მატჩში უნდა გააუმჯობესოს გუნდის სათამაშო ხარისხი. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ჩვენ კი უკვე გვყავს ორი ფეხბურთელი, ვიცი რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. "ბავარიას" ჯერაც არ უთქვამს თავის უკანასკნელი სიტყვა სატრანსფერო ბაზარზე."-აცხადებს "ლევი"

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ილქაი გიუნდოგანმაც. სანეს შესახებ გავრცელებულ სიახლეებს მან სპეკულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ კლუბს მისი შენარჩუნება სურს. "ჩვენს გუნდში პერიოდულად დგება მომენტი, როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება. ამიტომაც სხვადასხვა ჭორების გავრცელება არავის უკვირს. როგორც ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, გუნდს ლეროი სანეს შენარჩუნება სურს."-ციტირებს გამოცემა Sport Bild ილქაი გიუნდოგანის სიტყვებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..