» » The Guardian : 79,5 მილიონი ევრო სანეს სანაცვლოდ

The Guardian : 79,5 მილიონი ევრო სანეს სანაცვლოდ

24-05-2019, 21:05
0156
მიუნხენის "ბაიერნი" ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით, მანჩესტერ "სიტის" ხელმძღვანელობასთან შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. წყაროს მტკიცებით "რეკორდმაისტერის" ბოსებმა, 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 79,5 მილიონი ევროს შეთავაზება გააკეთეს, რაც 70 მილიონი ფუნტი-სტერლინგის ტოლფასია.

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც : "ამ ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. პირადად მე ბევრჯერ ვნახე თუ რამდენად კარგი მოთამაშეა იგი. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მყისიერად უკეთესს გუნდად გვაქციოს და ერთგვარი ბიძგი მოგვცეს."-აღნიშნავდა ჰიონესი გამოცემა Sueddeutsche Zeitung-თან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, ლეროი სანეს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე რამდენიმე დღის წინ რობერტ ლევანდოვსკიც საუბრობდა - "სანე? ეს სუპერ მოთამაშეა, რომელსაც ბრწყინვალე საფეხბურთო მახასიათებლები გააჩნია და ამავე დროს ფლობს დიდ პოტენციალსაც. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მწვერვალზე აგვიყვანოს და გუნდი გააუმჯობესოს. თუ ვინმე მოვა გუნდში მან მყისიერად უნდა შეძლოს ისეთი დახმარების აღმოჩენა, რომ გუნდი ახალ საფეხურზე ავიდეს. ჩვენ არ გვაქვს დრო ველოდოთ ფეხბურთელს როდის მიაღწევს ის პროგრესს 1-2 წლის განმავლობაში. მან პირველივე მატჩში უნდა გააუმჯობესოს გუნდის სათამაშო ხარისხი. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ჩვენ კი უკვე გვყავს ორი ფეხბურთელი, ვიცი რომ რაღაც აუცილებლად მოხდება. "ბავარიას" ჯერაც არ უთქვამს თავის უკანასკნელი სიტყვა სატრანსფერო ბაზარზე."-აცხადებდა პოლონელი გოლიადორი.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..