» » კიმიხი : ვერნერი ბრწყინვალე ფეხბურთელია

კიმიხი : ვერნერი ბრწყინვალე ფეხბურთელია

24-05-2019, 21:23
0102
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი იოზუა კიმიხი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ტიმო ვერნერის შესახებ საუბრობს. კიმიხმა ხსენებული ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ იგი ნებისმიერ გუნდს მხოლოდ გააძლიერებდა.


"ვერნერს წარმოუდგენელი სისწრაფე აქვს. იგი შესანიშნავად თამაშობს ორივე ფეხით, ასევე თავითაც. გარდა ამისა იგი საუცხოოდ ასრულებს შეტევებს. რა თქმა უნდა ის გააძლიერებდა "ბავარიას". ასეთი კლასის ფეხბურთელი, რომელიც 10-15 გოლს იტანს, ზედიზედ ორ თუ სამ სეზონში, ნებისმიერ გუნდს დაამშვენებს."-აღნიშნავს კიმიხი გამოცემა Sportbuzzer-თან საუბროს დროს.

ტიმო ვერნერის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, რამდენიმე თვეა დასავლური მედია აქტიურად წერს. 2018/2019 წლის საფეხბურთო სეზონში ვერნერი 16 გატანილი გოლით და 7 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მან ბუნდესლიგის 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გამოცემა transfermarkt-ი ხსენებულ მოიერიშეს 65 მილიონად აფასებს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..