» » რობენი : გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მივიღებ

რობენი : გადაწყვეტილებას მომავალ კვირას მივიღებ

26-05-2019, 11:55
0154
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანი მოიერიშე არიენ რობენი გერმანიის "რეკორდმაისტერს" ემშვიდობება, თუმცა როგორც ირკვევა სამომავლო გეგ,ებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. რობენის განცხადებით, მას კვლავ სურს ფეხბურთის თამაში და ახალი გამოწვევების მისაღებად მზად არის.


"ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. მე კვლავინდებურად მხიბლავს ფეხბურთის თამაში. შემდეგი კვირის განმავლობაში გამოვიტან საჭირო დასკვნებს და მივიღებ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა ვაკეთო სამომავლოდ. განვლილმა შეხვედრებმა დიდი ძალა და ენერგია წაიღო. არამხოლოდ ფიზიკური თვალსაზრისით, არამედ მორალურადაც. გარკვეული დრო უბრალოდ გამოფიტული ვიყავი. მიუხედავად ამისა, მე მოვახერხე და შევივსე ენერგეტიკული მარაგი, საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და ლამაზ ფინალშიც ვიასპარეზე. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე აეწყო."-ციტირებს გამოცემა FOX Sports არიენ რობენის სიტყვებს.

საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ფრანკ რიბერიმაც :-"არ ვიცი რის გაკეთებას ვაპირებ. კონკრეტული გეგმა არ გამაჩნია. მაქვს რამდენიმე ვარიანტი კარიერის გასაგრძელებლად და ამის თაობაზე ფიქრი მმართებს."-აღნიშნავდა ფრანგი ფეხბურთელი beIN Sports-თან საუბრის დროს.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..