» » FCB : პეტერ ჰერმანი "ბავარიას" ემშვიდობება

FCB : პეტერ ჰერმანი "ბავარიას" ემშვიდობება

27-05-2019, 10:41
0136
ფრანკ რიბერის, არიენ რობენის და რაფინიას კვალდაკვალ საფეხბურთო სეზონის დასასრულს მიუნხენის "ბაიერნს" ემშვიდობება ნიკო კოვაჩის ასისტენტი - პეტერ ჰერმანიც. "დღეს პეტერ ჰერმანისათვის უკანასკნელი მატჩი იყო"-განაცხადა კვირას გამართულ წვეულებაზე "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


67 წლის პეტერ ჰერმანი, იუპ ჰაინკესის თხოვნის შესაბამისად 2017 წლის ოქტომბრის თვეში "ბავარიაში" დაბრუნდა. მანამდე კი ორივე ეს სპეციალისტი "ბაიერნში" 2011-2013 წლებში მოღვაწეობდა. "დღეს მის საპატივცემულოდ უნდა შევსვათ"-დასძინა რუმნიგემ.

მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად პეტერ ჰერმანი სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ნაციონალური თასი და რა თქმა უნდა, მთავარი წარმატება 2013 წელს უკავშირდება, რა დროსაც "ბავარიამ" ჩემპიონთა ლიგის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. "ბაიერნის" წარმატებებში ჰერმანის წვლილი უზარმაზარია. გერმანული გრანდი გაწეული სამუშაოსათვის დიდ მადლობას უხდის ხსენებულ სპეციალისტს და მომავალ წარმატებებს უსურვებს."-ვკითხულობთ "რეკორდმაისტერის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..