» » ოფიციალურად: არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

ოფიციალურად: არიენ რობენმა კარიერა დაასრულა

5-07-2019, 10:47 -ss- მთავარი ამბები 1

ოფიციალურად: არიენ რობენმა კარიერა დაასრულა
მიუნხენის „ბაიერნთან“ განშორების შემდეგ, არიენ რობენმა მიიღო გადაწყვეტილება და დაასრულა საკუთარი პროფესიული კარიერა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ 35 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა - „მე გადავწყვიტე დავასრულო კარიერა და ეს ვფიქრობ რომ კარგია. ეს რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა მათ შორის, რომელიც კი მიმიღია.“

არიენ რობენის პროფესიული დებიუტი შორეულ 2000 წელს შედგა, როდესაც იგი საფეხბურთო კლუბ „გრონინგენის“ ღირსებას იცავდა. კარიერის უდიდესი ნაწილი მან „რეკორდმაისტერის“ შემადგენლობაში განვლო. იგი მიუნხენის „ბაიერნში“ 2009 წლიდან ასპარეზობდა. 2013 წელს კი ისტორიული ტრებლის მფლობელი გახდა. „ბავარიაში“ გატარებული დროის მანძილზე მან 309 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 144 გოლი და განახორციელა 81 შედეგიანი გადაცემა.

„19 წლის განმავლობაში მე ვცხოვრობდი ჟინით და მაქსიმუმის გაღების სურვილით. ეს ითხოვს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ განწყობას და ამავე დროს სათანადო ენერგიას, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ამას გეგმავდი. ახლა მოუთმენლად ველი იმ დროს, რომელსაც ჩემს მეუღლესა და შვილებს დავუთმობ.“

არიენ რობენის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კარიერის დასრულების შესახებ, გამოეხმაურა მიუნხენის „ბაიერნის“ ოფიციალური ვებ-გვერდი. „დღეს დასრულდა ფეხბურთის ისტორიაში არსებული ერთ-ერთი უდიდესი კარიერა. ყველაფრისთვის დიდი მადლობა არიენ!“-ვკითხულობთ მიუნხენური კლუბის twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

0
0

-ss- (5 ივლისი 2019 10:50)

ლეგენდა bayern მადლობა არიენს ყველაფრისთვის!!!!!!!!! roundfan heye

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.