» » Goal : ერნანდესი ანტუან გრიზმანის შესახებ საუბრობს

Goal : ერნანდესი ანტუან გრიზმანის შესახებ საუბრობს

9-07-2019, 13:42
058
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ლუკას ერნანდესი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ანტუან გრიზმანის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სიამოვნებით იხილავდა იგი ნაკრების თანაგუნდელს მიუნხენური კლუბის რიგებში.

"ანტუანი დიდი მოთამაშეა. ძალიან ბევრი გუნდი ისურვებდა მის ხილვას საკუთარ რიგებში. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნება იქნებოდა იგი, რომ "ბავარიაში" გადმოსულიყო, თუმცა ვერ გეტყვით რამდენად არის ის ამ საკითხით დაინტერესებული. რთულია ამის თქმა გადავა თუ არა გრიზმანი "ბარსელონაში", მიუნხენის "ბაიერნში" კი მას ექნებოდა შესაძლებლობა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო."-ციტირებს გამოცემა Goal ლ. ერნანდესის სიტყვებს.

შეგახსენებთ, ლუკას ერნანდესის ოფიციალური წარდგენა 8 ივლისს მოხდა. კარლ-ჰაინც რუმენიგემ ფეხბურთელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა- "ძალიან ვამაყობთ, რომ ლუკასმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამ ფეხბურთელს აქვს ერთი დიდი პლიუსი, შუძლია ითამაშოს როგორ ცენტრალურ ზონაში ისე მარცხენა ფლანგზე. ეს ფაქტი კი მწვრთნელს დიდ ტაქტიკურ არჩევანს უტოვებს. არის სწრაფი, აგრესიული, აქვს მოედნის შესანიშნავი ხედვა. მე მის წინააღმდეგ თამაში გამიჭირდებოდა.“-აღნიშნავდა რუმენიგე.

"გამარჯობა, მე ლუკასი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები აქ და მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას. სიამაყით ვატარებ ამ მაისურს და დავიცავ ამ ფერებს."-ეს კი თავად ერნანდესის სიტყვებია, რომელიც მან ოფიციალურ პრეზენტაციაზე გააჟღერა.
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..