» » FCB: ბაიერნმა ივან პერიშიჩი არენდით აიყვანა

FCB: ბაიერნმა ივან პერიშიჩი არენდით აიყვანა

13-08-2019, 15:07
0298
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, რეკორდმაისტერმა ხორვატიის ნაკრების 30 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ივან პერიშიჩი ინტერისგან არენდით აიყვანა. წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ გარემარბთან ხელშეკრულება 2020 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი და სურვილის შემთხვევაში ბაიერნს გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.

"საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოცდილების ხარჯზე ივანი მალევე შეძლებს გუნდის დახმარებას. მას კარგი ტექნიკა აქვს შეტევაშიც რამდენიმე პოზიციიდან შეუძლია ჩართვა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანი მალე გაივლის გუნდში ადაპტაციას, იგი კარგად იცნობს ბუნდესლიგასა და ჩვენს მთავარ მწვრთნელს ნიკო კოვაჩს", - განაცხადა რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

2015 წლამდე იტალიაში კარიერის დაწყებამდე პერიშიჩი გერმანიის ჩემპიონატში ვოლფსბურგისა და დორტმუნდის ბორუსიის მაისურით ასპარეზობდა. დორტმუნდთან ერთად ხორვატს დუბლი აქვს მოგებული, ხოლო გერმანიის თასის მედალი 2015 წელს ვოლფსბურგის შემადგენლობაში მოიპოვა. ხორვატიის ნაკრებში პერიშიჩს 82 შეხვედრიდან 23 გოლი აქვს გატანილი. 30 წლის შემტევმა საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ხორვატიის ნაკრების წარმატებაში რუსეთში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

"ბედნიერი ვარ გერმანიაში და კონკრეტულად ბაიერნში დაბრუნებით. რეკორდმაისტერი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გუნდია. ჩვენ გვსურს ტიტულებისთვის ყველა ფრონტზე ვიბრძოლოთ, არა მხოლოდ ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაში", - განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერისას ივან პერიშიჩმა.
1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..