» » Sport Bild: ბაიერნი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კოუტინიოს გაფორმებას გეგმავს

Sport Bild: ბაიერნი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კოუტინიოს გაფორმებას გეგმავს

16-08-2019, 11:49
1501
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეკორდმაისტერი აქტიურად მუშაობს ფლანგებზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბარსელონას შემტევი გარემარბის ფილიპე კოუტინიოს ყიდვას გეგმავს.

მიუნხენელები ფიქრობენ, რომ კოუტინიოსთვის კიდევ ერთხელ გაბრძოლება ღირს. ბავარიელები გეგმავენ, რომ თუ ბარსელონას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებისთვის არც თუ ისე დიდ თანხა შესთავაზებენ კატალონიელები გამოუვალი მდგომარეობიდან გამომდინარე ტრანსფერს დასთანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ ადრე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონა 27 წლის ჰავბეკის გაყიდვას არ აპირებდა, რადგან კატალონიელები კოუტინიოს ჩართვას ცდილობენ ნეიმარის ტრანსფერში.

transfermarkt-ის ინფორმაციით ფილიპე კოუტინიოს მიმდინარე სატრანსფერო ფასი € 90 მილიონ ევროს შეადგენს. წარმოშობით ბრაზილიელ გარემარბს მოქმედი კონტრაქტი კატალონიელებთან 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. 27 წლის შემტევის გადაბირებას თავის მხრივ ლონდონის არსენალიც გეგმავს.

transfermarkt-ის ინფორმაციით ფილიპე კოუტინიოს რეკორდმაისტერში ტრანსფერის ალბათობა კი 26% შეადგენს.
1
0

გივი ჩვენ ვართ გივი (16 აგვისტო 2019 15:11)

ვინც ბაიერნში კუტუნიო მოიყვანოს იმის ოჯახში ისეირნოს პახმელიაზე.სტალინმა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..