» » კუიზანსმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

კუიზანსმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

18-08-2019, 15:41
0205
“ბავარიამ“, მიონხენგლადბახის „ბორუსიიდან“ საფრანგეთის U20 ნაკრების ფეხბურთელი მიკაელ კუიზანსი გაიფორმა. წარმატებული სამედიცინო შემოწმების შემდეგ კუიზანსმა „ბავარიასთან“ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. შემდეგი კვირიდან კი ფრანგი ახალ გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

„გლადბახში თავისი პირველი სეზონის შედეგებით მიკაელ კუიზანსი „სეზონის ფეხბურთელად“ დასახელდა. ის ძალიან ტექნიკურია და დიდ პოტენციალს ფლობს. ჩვენთან ის განვითარებას განაგრძობს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მისი თამაში ბევრ სიხარულს მოგვიტანს“, - განაცხადა ჰასან სალიხამიჯიჩმა.

„ვიცი, რომ ჩემთვის ეს დიდი ნაბიჯია. მაგრამ ვგრძნობ, რომ მზად ვარ ამისთვის. ამაყი ვარ იმით, რომ „ბავარიის“ ფორმას ჩავიცმევ. პირადად ჩემთვის ძალიან კარგია, რომ რამოდენიმე ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს ამ კლუბში. ეს ნამდვილად დამეხმარება მე სწრაფად გავიარო ადაპტაცია გუნდში“, - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა, რომელსაც 20 წელი პარასკევს შეუსრულდა.

2017 წლის ივლისიდან მიკაელ კუიზანსი მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ შემადგენლობაში გამოდიოდა, სადაც 35 მატჩი ჩაატარა. თავისი კარიერა ცენტრალურმა ნახევარმცველმა „ნანსის“ აკადემიაში დაიწყო. სამშაბათს კი მიკაელი ოფიციალურად წარდგება პრეზენტაციაზე.
2

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.