» » კომენტარები: "შალკე" 0 - 3 "ბაიერნი"

კომენტარები: "შალკე" 0 - 3 "ბაიერნი"

26-08-2019, 10:20
0372
გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტური მიუნხენის "ბაიერნისათვის" წარმატებული აღმოჩნდა. ამ დღეს "რეკორდმაისტერი" გელზენკირხენის "შალკე 04"-ს ეწვია და მასპინძელი გუნდი დიდი ანგარიშით 0-3 დაამარცხა. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.


ნიკო კოვაჩი : "90 წუთის მანძილზე თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. არ დაგვიშვია არცერთი უხეში შეცდომა. დღეს ბრწყინვალე მატჩი შედგა და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორი მოლოდინიც გვქონდა."

რობერტ ლევანდოვსკი -"მე ყოველთვის შემიძლია კიდევ უფრო უკეთესად წარმოვაჩინო საკუთარი თავი, ზრდის პოტენციალი გამაჩნია. თითოეულ სეზონში მაქვს შესაძლებლობა, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო, თუმცა ვცდილობ რომ ჩემი თამაშით უპირველესყოვლისა გუნდს დავეხმარო. მარტო შეხვედრას ვერ მოიგებ, გუნდთან ერთად კი ტიტულებს დააეუფლები. მუდამ ვცდილობ გოლის გატანას, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ბუნდესლიგა მარტივი ჩემოიონატი არ არის, აქ აუცილებელია სათანადო ფიზიკური მდგრადობა, მუდამ მზად უნდა იყო."

ფილიპე კოუტინიო -"ჩემი დებიუტით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც იმას ნიშნავს რომ ბრწყინვალე საღამო შედგა. პირველი შთაბეჭდილებები ძალიან კარგია. "ბავარია" უდიდესი კლუბია, რომელსაც უზარმაზარი შესაძლებლობები გააჩნია. რაც შეეხება თამაშს, იგი ძალიან ინტენსიური იყო. აქ სულ რაღაც 3-4 დღეა რაც ვიმყოფები და ნათელია, რომ კიდევ უფრო უკეთესი უნდა გავხდე. გულმოდგინე მუშაობას ვაპირებ."

დევიდ ვაგნერი ("შალკეს" მთავარი მწვრთნელი) -"საერთო ჯამში კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა. ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რატომ ითვლება იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. ჩემმა გუნდმა მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა. ერთ გატანილ გოლს ნამდვილად ვიმსახურებდით."
0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..