» » კომენტარები: დუსელდორფი 0- 4 ბაიერნი

კომენტარები: დუსელდორფი 0- 4 ბაიერნი

24-11-2019, 11:56
0105
შაბათს, 23 ნოემბერს გერმანიის ჩემპიონატის, მე-12 ტურის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში, მიუნხენის "ბაიერნი" დუსელდორფის ფორტუნას ეწვია და მასპინძელი გუნდი გამანადგურებელი ანგარიშით 0-4 დაამარცხა. წარმოგიდგენთ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ კომენტარებს.




ჰანსი ფლიკი - "პირველი ტაიმით ძალიან, ძალიან კმაყოფილები ვიყავით. მოვახდინეთ გეგმის სრული რეალიზება. მოწინააღმდეგე გუნდზე პირველივე წუთებიდან დიდ ზეწოლას ვახდენდით, ამით მყისიერად ვაჩვენეთ, რომ მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობდით. პირველ ნახევარში გუნდმა შთამბეჭდავი ასპარეზობა აჩვენა. მეორე ტაიმში იყო ასპექტები, რომელთა უკეთ განხორციელება გვმართებდა, სამომავლოდ სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოდ ყურადღება. ბურთს ხშირად ვკარგავდით. რაც შეეხება გუნდურ თამაშს მე კმაყოფილი ვარ. გუნდი კარგად ასრულებს სამოქმედო გეგმებს."

ფრიდჰელმ ფუნკელი (ფორტუნას მთავარი მწვრთნელი) - "გუნდმა იბრძოლა, ირბინა ბევრი და ცდილობდა დადებითი შედეგისთვის მიეღწია. არ ვიმალებოდით, მეორე ნახევარში წინააღმდეგობას უკეთ ვუწევდით. ჩვენ გვქონდა ერთი-ორი მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყნეთ. სწორედ ამიტომ წავაგეთ ანგარიშით 0:4, უნდა ვაღიაროთ რომ "ბაიერნი" დღეს გაცილებით ძლიერად ასპარეზობდა."

ნიკო გისელმანი (ფორტუნა) -"ართმევებზე აქტიური თამაში ძალიან გვიან დავიწყეთ. "ბავარია" სწრაფად მოქმედებდა, მუდამ ეძებდა პირდაპირ გზას ჩვენი კარებისკენ. ნათელია რომ რიგ ეპიზოდებში უბრალოდ ვაგვიანებდით. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, თუმცა საბოლოო ანგარიში რა თქმა უნდა, კანონზომიერია.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.