» » ბრწყინვალე განწყობით და სრული კონცენტრაციით...

ბრწყინვალე განწყობით და სრული კონცენტრაციით...

29-11-2019, 10:45
0132
ბრწყინვალე განწყობით და სრული კონცენტრაციით! სწორედ ამგვარი შემართებით დაიწყეს „ბავარიელებმა“ ხუთშაბათს დილით ჩანიშნული ვარჯიში. მიუნხენური გრანდი ტოპ-შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით ლევერკუზენის „ბაიერთან“ პაექრობას გულისხმობს.

ბელგრადში დემონსტრირებული შესანიშნავი ორთაბრძოლიდან ორი დღის შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ კედლებში შთამბეჭდავი ატმოსფერო სუფევდა. „ბავარიელებმა“ არამხოლოდ დიდი ანგარიშით მოიგეს, არამედ წინსწრებით გაინაღდეს პლეი-ოფის საგზური და ჯგუფური ეტაპის ლიდერებად დამკვიდრდნენ.

ჰანს-დიტერ ფლიკმა, საკუთარი შეგირდებისთვის ინტენსიური პროგრამა მოამზადა, რომელშიც ფართოდ იყო წარმოდგენილი აჩქარებებზე მუშაობა და კარის მიმართულებით დარტყმების განხორციელება. გარდა ამისა მთავარმა მწვრთნელმა სათანადო ყურადღება დაუთმო იმ ფაქტს, რომ თითოეულ ფეხბურთელს ჰქონოდა დრო კონდიციების აღსადგენად. სწორედ ამიტომ ბელგრადში გაფორმებული „პოკერის“ ავტორი რობერტ ლევანდოვსკი, ბენჟამენ პავართან და ალფონსო დევისთან ერთად ფიტნეს დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა. ზამთრის შესვენებამდე ფეხბურთელებს 6 მატჩი ელით, ამიტომაც აკუმულატორები ბოლომდე დატენილი უნდა იყოს!

ბრწყინვალე განწყობით და სრული კონცენტრაციით...


მცირე შესვენებამ გნაბრის სიზუსტეზე ვერ იმოქმედა

რამდენად სასარგებლო შეიძლება იყო მცირე შესვენება, ნათლად წარმოგვიდგინა სერჟ გნაბრის მაგალითმა. ვინგერმა ცრვენა „ზვეზდასთან“ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო და სათადარიგო სკამზე იყო წარმოდგენილი. დასვენებულმა 24 წლის ფეხბურთელმა კი ვარჯიშზე ნამდვილი გოლი-შედევრი შემოგვთავაზა. მისი აღნიშნვა საკუთარი საფირმო ჟესტიკულაციით განახორციელა.

ხუთშაბათს გუნდს დაუბრუნდა დავიდ ალაბაც. ავსტრიელმა ბელგრადში გამართული პაექრობა პირადი მიზეზის გამო გამოტოვა. მისი მეუღლე 9 თვის ორსულია და ბავშვს დღე-დღეზე ელიან. სწორედ ამიტომ ალაბას მოტივაცია ნამდვილად არ აკლდა - იგი მომავალი გამოწვევებისთვის ემზადება.
0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.