Socrates : რობენი პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული არიენ რობენი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში პეპ გვარდიოლას შესახებ საუბრობს. რობენი საქებარ სიტყვებს არ იშურებს მისი მისამართით და აცხადებს, რომ გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია ვისთანაც კი ოდესმე უმუშავია.
"გვარდიოლა - ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. მე მისი დიდი ფანი ვარ. მიყვარს შემტევი ფეხბურთი, პეპი კი ამ საქმის დიდოსტატია. იგი კონცენტრირებულია მხოლოდ შეტევაზე და ბურთის ტოტალურ კონტროლზე. თითოეულ ვარჯიშზე ბურთით განსაკუთრებულად ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, ეს ძალზედ მხიბლავდა. შეიძლება ითქვას, ერთ ტალღაზე ვიყავით. დასანანია, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ. ტრავმები, დისკვალიფიკაცია და მსაჯების საეჭვო გადაწყვეტილებები, ყოველ ჯერზე ნახევარფინალის მიღმა გვტოვებდა."
"როდესაც გვარდიოლა "რეკორდმაისტერს" ჩაუდგა სათავეში მაშინ მე 30 წლის ვიყავი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ ასაკში პროგრესირება შემეძლო. მასთან ერთად ფეხბურთის უკეთ აღქმა დავიწყე. ჩემთვის პეპი მსფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მიუნხენში, მასთან ერთად გატარებული 3 წელი ჩემთვის ბევრის მომცემი იყო."-ციტირებს არიენ რობენის სიტყვებს გამოცემა Socrates