» » Bild: ბაიერნს ტრადიციული საჩემპიონო ზეიმი აუკრძალეს

Bild: ბაიერნს ტრადიციული საჩემპიონო ზეიმი აუკრძალეს

29-მაი-2020, 14:15
1209
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Bild-ის ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ რეკორდმაისტერი მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს ტრადიციული საჩემპიონო ზეიმის გამართვას ვერ მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის XXVIII ტურში ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა გუნდმა დორტმუნდის ბორუსიას მინიმალური სხვაობით 0:1 სძლია და სატურნირო ცხრილში პოზიციები 7 ქულიანი სხვაობით გაიმყარა. ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 6 შეხვედრაა დარჩენილი და დიდი ალბათობით მიუნხენური გრანდი უპირატესობის შენარჩუნებას და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას მოახერხებს.

Bild-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ მიუნხენის მერმა დიტერ რეიტერმა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობას უკვე აუკრძალა საზეიმო ცერემონიის გამართვა.

ამრიგად ისტორიაში პირველად შეიძლება ვერცხლის სინის მოპოვებამ საჩემპიონო ზეიმის გარეშე ჩაიაროს.
1
0

-ss- (29 მაი 2020 23:10)

ასეთი საშინელი სეზონი არასდროს ყოფილა ac

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..