» » BILD: კაი ჰავერცის ტრანსფერზე რეალიც აქტიურობს

BILD: კაი ჰავერცის ტრანსფერზე რეალიც აქტიურობს

5-ივნ-2020, 10:52
1205
კაი ჰავერცი ბუნდესლიგაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, რომლის სატრანსფერო ფასიც 100 მილიონ ევროს შეადგენს. სად გააგრძელებს გერმანელი ნახევარმცველი კარიერას, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ერთი რამ ნათელია, რომ 20 წლის ტალანტს ახალი გამოწვევები სურს.

კლუბების ჩამონათვალი, რომელთაც გერმანელი ნახევარმცველის გაფორმება სურთ საკმაოდ დიდია. BILD-ის ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ ჰანსი ფლიკი კაი ჰავერცის დიდი გულშემატკივარია, მიუნხენის ბაიერნი მთავარ შეტევას შემდეგი ზაფხულისთვის გეგმავს.

BILD-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ჰავერცს, რომელსაც ფარმაცევტებთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული განსაკუთრებული პოპულარობით რეალში სარგებლობს. წყარო გვამცნობს, რომ სამეფო კლუბი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლევერკუზენს 80 მილიონ ევროს გადაურიცხავს და ფეხბურთელს გერმანიაში კიდევ ერთი წელი დატოვებს.

სარგებელი ლევერკუზენის ბაიერისთვის: თუ ეს შეთანხმება შედგა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიური სიტუაციის გამო ბაზარზე სატრანსფერო ფასები დაიწევს და ფარმაცევტებს საშუალება ექნებათ კაი ჰავერცის სანაცვლოდ აღებული თანხა ამ ზაფხულშივე ახალ ფეხბურთელებში დააბანდონ.

სარგებელი მადრიდის რეალისთვის: ზინედინ ზიდანს დაბევებული ეყოლება ევროპის ერთ ერთი ყველაზე დიდი ტალანტი, რომელიც ერთი წლის შემდეგ შეიძლება გაცილებით ძვირი ღირდეს.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტებმა რეალის პირვანდელი შეთავაზება უარყვეს, რადგან 20 წლის ნახევარმცველის 100 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვება არ სურდათ. სად არის ბაიერნი ამ სიტუაციაში? ფაქტია, რომ ზეწოლა იზრდება და მასთან ერთად იმის შანსიც, რომ შეიძლება 2021 წლისთვის ბავარიელებმა ხელიდან გაუშვან ჰავერცის ტრანსფერი.

SPORT BILD იტყობინება, რომ კაი ჰავერცი საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ზაფხულს მიიღებს. შესაძლებელია შაბათს ბაიერნის წინააღმდეგ მატჩმა 20 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო დეტალები დააჩქაროს.

კაი ჰავერცი მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნი

1
1

-ss- (5 ივნისი 2020 11:30)

კაიში კაი ფულს აიღებენ ფარმაცევტები kicha

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..