CIES: დევისი მსოფლიოს 10 ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორის
ორგანიზაციამ CIES Football Observatory მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა. სიაში მოხვდნენ ევროპის წამყვანი ტოპ-5 ჩემპიონატის ფეხბურთელები. ცნობილია, რომ სატრანსფერო ღირებულება ითვლება თავად ორგანიზაცია CIES-ს მეთოდიკის მიხედვით.
გაოქვეყნებული მონაცემებიდან გამომდინარე მსოფლიოს ყველაზე ძვირდაღირებული ფეხბურთელი პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე გახლავთ, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 259.2 მილიონ ევროს შეადგენს. მეკარეებს შორის ყველაზე მაღალი ფასი მანჩესტერ სიტის გოლკიპერს ედერსონს აქვს - 86.8 მილიონი ევრო, ხოლო მცველებიდან ლივერპულელ ალექსანდრ-არნოლდს - 171.1 მილიონი ევრო.
ნახევარმცველებიდან ყველაზე ძვირადღირებული რაჰიმ სტერლინგი გახდა 194.7 მილიონი ევროს ღირებულებით.
საინტერესოა, რომ ბარსელონელი ლიონელ მესი 21-ე ადგილზეა, მისი სატრანსფერო ფასი კი 100.1 მილიონ ევროდ იქნა შეფასებული, არგენტინელის უშუალო კონკურენტი კრიშტიანო რონალდუ კი 62.8 მილიონი ევროთი 70-ე პოზიციაზე იმყოფება.
მიუნხენელი გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ 10-ულში რეკორდმაისტერის კანადელი ტალანტი ალფონსო დევისიც მოხვდა. CIES-მა 19 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 133.5 მილიონ ევროდ შეაფასა.
ტოპ 10 ასე გამოიყურება:- კილიან მბაპე «პსჟ» - 259,2
- რაჰიმ სტერლინგი «მან სიტი» - 194,7
- ჯეიდსონ სანჩო «დორტმუნდი» - 179,1
- ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი «ლივერპული» - 171,1
- მარკუს რეშფორდი «მან. იუნაიტედი» - 152,3
- მოჰამედ სალაჰი «ლივერპული» - 144,9
- სადიო მანე «ლივერპული» - 139,2
- ანტუან გრიზმანი «ბარსელონა» - 136,4
- ალფონსო დევისი «ბაიერნი» - 133,5
- ჰარი კეინი «ტოტენჰემი» - 118,7