» » BILD: ტომას მიულერი მიუნხენის ბაიერნს აკრიტიკებს

BILD: ტომას მიულერი მიუნხენის ბაიერნს აკრიტიკებს

11-ივნ-2020, 17:58
0372
გერმანიის თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე აინტრახტთან გამარჯვების შემდეგ ტომას მიულერმა Sky-თან ინტერვიუში კაი ჰავერცზე ისაუბრა. რეკორდმაისტერის ლეგენდამ ხაზი გაუსვა გერმანელი ტალანტის შესაძლებლობებს და ამავდროულად ბავარიული გრანდის სატრანსფერო პოლიტიკაც გააკრიტიკა.

ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა BILD ტომას მიულერის კომენტარს აქვეყნებს: "ეროვნულ ნაკრებში კაი ჰავერცთან ვარჯიშისა და თამაშის შესაძლებლობა მქონდა. ის უდავოდ კარგი ფეხბურთელია. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი. რათქმაუნდა ყველას გვსურს ბაიერნში სწორედ ასეთი შესაძლებლობების ფეხბურთელები ვიხილოთ".

ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ ტომას მიულერმა მოულოდნელად ხელმძღვანელობა გააკრიტიკა: "თუმცა სამწუხაროდ ბატონი დრეზენის ფინანსური საქმეები ან სპორტული დირექტორის სფერო ჩემთვის უცნობია. რა არის დაგეგმილი და კონკრეტულად რა თანხებია გათვალისწინებული არ ვიცი".

ბოლოსკენ მიულერი ხაზგასმით ამბობს: "ცოტა პარადოქსულად მეჩვენება მუდმივად ისაუბრო ახალ ფეხბურთელებზე და ამავდროულად ხელფასებზე გააკეთო ეკონომია".

დაუჯერებელია, თუმცა მაშინ როდესაც ახალი ვარსკვლავების დამატებაზე მიდის მუდმივად საუბარი გუნდში ხელფასებთან დაკავშირებით პრობლემებია?!

გერმანიის თასის შეხვედრამდე კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა: "ცოტა უნდა მოვითმინოთ, რათა ვნახოთ კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ როგორ დალაგდება სატრანსფერო ბაზარი. უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ შემდეგ სეზონში შეიძლება მეტი გამოწვევა იყოს".

ტომას მიულერი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..