» » ჰანსი ფლიკი: ზირზკე იდეალური ვარიანტია

ჰანსი ფლიკი: ზირზკე იდეალური ვარიანტია

12-ივნ-2020, 19:27
0260
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა ტვიტერის გვერდმა რეკორდმაისტერის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის, კომენტარი გამოაქვეყნა. 55 წლის სპეციალისტი გუნდში შექმნის საკადრო პრობლემებს ეხმაურება და გამოსავლის ძიებას ცდილობს. ფლიკის თქმით ზირზკე გლადბახთან მატჩში იდეალური ვარიანტი იქნება.

"ზირზკე მაღალია, საკმაოდ სწრაფი, ბურთს კარგად აკონტროლებს და მომენტების დასრულებაც შეუძლია. მას სწორედ ის თვისებები აქვს, რაც შეიძლება შემტევს სჭირდებოდეს. ჯოშუა სწორ გზას ადგას და ხვალისთვის იდეალური ვარიანტი იქნება", - ამბობს ჰანსი ფლიკი.

ჰანსი ფლიკი: ზირზკე იდეალური ვარიანტია

შეგახსენებთ, რომ მიუნხენურ კლუბს ხვალ რობერტ ლევანდოვსკი და ტომას მიულერი ვერ დაეხმარებიან ყვითელი ბარათების გამო. მიუნხენელთა სამწუხაროდ ტიაგო ალკანტარასაც ოპერაციის გაკეთება მოუწია და გუნდის დახმარებას ხვალინდელ დაპირისპირებაში ვერ მოახერხებს.

ჯოშუა ზირზკე ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..