» » Sportbild: დოქტორ მიულერ-ვოლფარტი ბაიერნს ემშვიდობება

Sportbild: დოქტორ მიულერ-ვოლფარტი ბაიერნს ემშვიდობება

12-ივნ-2020, 20:17
0337
დოქტორ მიულერ-ვოლფარტი მიუნხენის ბაიერნში 40 წელია მუშაობს. დღეს რეკორდმაისტერის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 77 წლის სპეციალისტი ივნისის ბოლოს ბავარიულ გრანდში სამუშაოს დაასრულებს.

"მიულერმა მიუნხენის ბაიერნში რამდენიმე ათწლეული იმუშავა და მსოფლიოში ახალი სპორტული მედიცინის სტანდარტი დააყენა", - ამბობს კარლ-ჰაინც რუმენიგე.

"მთელი კლუბი და თაობები - დაწყებული ფრანც ბეკენბაუერითა, კლაუს ოგენტალერითა და ბასტიან შვაინშტაიგერით დამთავრებული ტომას მიულერით და რობერტ ლევანდოვსკით მადლობელნი უნდა იყვნენ".

Sportbild: დოქტორ მიულერ-ვოლფარტი ბაიერნს ემშვიდობება

sportbild-ის ინფორმაციით 77 წლის სპეციალისტს სურს სამომავლო პრაქტიკაზე მოახდინოს ფოკუსირება. სამეცნიერო პროექტის ფარგლებში ცნობილი სპეციალისტი „Rechts der Isar“ უნივერსიტეტთან გეგმავს თანამშრომლობას. აღნიშნული პროგრამის მიზანია კომპიუტერული სოფტის შექმნა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს კუნთზე პრობლემების დასადგენად და ე.წ MRT გამოსახულებას გვიჩვენებს.

"როდესაც ჩემს განვლილ წლებს ვიხსენებ მიუნხენის ბაიერნში კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. გამოცდილება, რომელიც აქ მივიღეთ, წარმატება, რომელსაც ერთად ვზეიმობდით და პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც ამ კლუბში გავიცანი ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა", - ამბობს მიულერ-ვოლფარტი.

დოქტორ მიულერ-ვოლფარტი ექიმი მიუნხენის ბაიერნი

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..