» » Goal: ტედესკომ ლეონ გორეცკა შეაქო

Goal: ტედესკომ ლეონ გორეცკა შეაქო

16-ივნ-2020, 15:05
094
შალკე 04-ის ყოფილი მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო, რომელიც მოცემულ მომენტში მოსკოვის "სპარტაკში" მუშაობს, ლეონ გორეცკას შესახებ საუბრობს. ტედესკოს განცხადებით, გორეცკას პროგრესი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და აღნიშნავს, რომ მისი ასპარეზობით ბედნიერია.

"ლეონის გამო ძალზედ ვამაყობ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ მისი პროგრესი არ გამკვირვებია. ყოველი ადამიანი ვინც გორეცკასთან კომუნიკაციაშია, მალევე ხვდება იმას, თუ რა არის ლეონის პრიორიტეტი. პირველ რიგში იგი ბრწყინვალე ადამიანია, არის ძალიან ჭკვიანი, მაღალი პროფესიონალი, სოციალური კუთხითაც გამორჩეულია. მწვრთნელი ამ მახასიათებლებს მყისიერად პოულობს, ეს ჩანს თანაგუნდელებთან მის ურთიერთობაში. ლეონს თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვება სურს, ეს მისი მენტალიტეტია. ეს განასხვავებს კიდეც მას სხვებისგან."

"ჩვენ არც კი განგვიხილია მისი ჩამოშორება გუნდიდან, მას შემდეგ რაც "ბაიერნში" გადასვლა დაანონსდა. ის ძალზედ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. ბოლო წამამდე იდეალურად მოქმედებდა, ამის გამო კი მე მისი მადლიერი ვარ"-ციტირებს გამოცემა Goal დომენიკო ტედესკოს სიტყვებს.

ლეონ გორეცკა დომენიკო ტედესკო

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.