» » ივან პერიშიჩი შესაძლოა ბაიერნში დარჩეს

ივან პერიშიჩი შესაძლოა ბაიერნში დარჩეს

18-ივნ-2020, 10:29
2204
მიუნხენის ბაიერნში არენდის წესით განათხოვრებული ივან პერიშიჩი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში დარჩეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა ნიკოლო შკირიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა. საუბარია ხორვატი ფეხბურთელის არენდის ვადის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბი, რომელიც 31 წლის შემტევის სატრანსფერო უფლებებს ფლობს, კონცენტრირებულია პერიშიჩის გაყიდვაზე. იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს მიღება სურთ. თავის მხრივ მიუნენის ბაიერნი მზადაა ხორვატის სანაცვლოდ ინტერს 10 მილიონი ევრო შესთავაზოს.

ივან პერიშიჩი შესაძლოა ბაიერნში დარჩეს

პრესაში უკვე დაიწერა ინფორმაცია, რომ ივან პერიშიჩის წარმომადგენლები ტოტენჰემთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

transfermarkt-ზე დაყრდნობით 31 წლის შემტევის მიუნხენის ბაიერნში დარჩენის ალბათობა 55% შეადგენს. პორტალის ინფორმაციით ხორვატი ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 17,5 მილიონ ევროს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ პერიშიჩს არენდის ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს გასდის.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში პერიშიჩმა მიუნხენის ბაიერნის მაისურით ჯამში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ივან პერიშიჩი ინტერი მიუნხენის ბაიერნი ტოტენჰემი

1
0

TOTALMAN (18 ივნისი 2020 15:16)

Bavaria 333,
მამენტ სკამისთვის კაი ვარიანტია
რა გინდა პრეტენზია არ აქვს გინდა თუ არა ძირითადში ვიქნებიო და იქნება წყალში თევზივით
თუ ძაან ძვირი არ დაჯდა შეიძლება სკამისთვის და შავი დღისთვის ამის დატოვება 1 სეზონი

0

Bavaria 333 (18 ივნისი 2020 14:31)

არ გვინდა პერიშიჩი, ახალგაზრდები გვჭირდება, ახალი სისხლი

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..