» » Daily Star Sport: ბაიერნი ჰავერცისთვის ბრძოლას გამოეთიშა?

Daily Star Sport: ბაიერნი ჰავერცისთვის ბრძოლას გამოეთიშა?

19-ივნ-2020, 16:17
1129
ლევერკუზენის ბაიერის შემტევის კაი ჰავერციხ გარშემო სატრანსფერო ბუმი გრძელდება. Daily Star Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლონდონის ჩელსი ახალგაზრდა გერმანელი ტალანტის გადაბირებას ამ ზაფხულსვე აპირებს, თუმცა ფარმაცევტებს სატრანსფერო ღირებულების დაკლებას სთხოვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გერმანულ კლუბს 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტის (100 მილიონი ევრო) მიღება სურს. არისტოკრატები დარწმუნებულნი არიან, რომ თანხა გაბერილია და მზად არიან 70 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

Daily Star Sport: ბაიერნი ჰავერცისთვის ბრძოლას გამოეთიშა?

Daily Star Sport-ის ინფორმაციით გერმანელი ტალანტის მსურველები მადრიდის რეალი და მიუნხენის ბაიერნიც არიან, თუმცა როგორც ირკვევა ჰავერცის შეძენას არცერთი კლუბი არ აპირებს უახლოეს სატრანსფერო პერიოდში.

ცნობილმა გერმანულმა სპორტულმა გამოცემა Bild-მაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეკორდმასტერიკაი ჰავერცისთვის ბრძოლას გამოეთიშა. მიუნხენელები კონცენტრაციას მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ლეროი სანეს გადმობირებაზე მოახდენენ.

კაი ჰავერცი ლონდონის ჩელსი ლეროი სანე მიუნხენის ბაიერნი

1
0

-ss- (20 ივნისი 2020 09:54)

ვერნერი ხო გაიფორმა ჩელსიმ, ეხლა ეს. მაგრად ძლიერდება ლონდონური კლუბი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.