» » Sky Germany: სანესთან შეთანხმება მიღწეულია

Sky Germany: სანესთან შეთანხმება მიღწეულია

2-ივლ-2020, 11:08
0173
მანჩესტერ სიტის რიგებში მოასპარეზე ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნთან" ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რომელიც წელიწადში 17 მილიონი ევროს ოდენობით ხელფასის გადახდას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას გამოცემა Sky Germany ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით მიუნხენის "ბაიერნს" ხსენებული ტრანსფერის განხორციელება 50 მილიონი ევრო დაუჯდება. ამ თანხაში არ შედის ეგრედ წოდებული ბონუსური სისტემა.

შეგახსენებთ, ლეროი სანე ჯერ კიდევ გასულ წელს იყო ახლოს რეკორდმაისტერის რიგებში გადასვლასთან, თუმცა ტრავმის გამო მან დიდი ხნით ლაზარეთში გადაინაცვლა. იმ პერიოდში შესაძლო გარიგების თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენდა. სანე 2016 წლიდან ასპარეზობს მანჩესტერულ გრანდში. მანამდე კი იგი შალკე 04-ის ღირსებას იცავდა.



ვიდეო - IbraAlliance

ლეროი სანე ტრანსფერი ბაიერნი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.