» » სანე: ჩემპიონობის რეალური შანსი გვაქვს

სანე: ჩემპიონობის რეალური შანსი გვაქვს

23-ივლ-2020, 11:04
0145
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ლეროი სანე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერის" შანსებზე საუბრობს. ფეხბურთელი ასევე განმარტავს იმ მიზეზებსაც, რის გამოც მან სეზონის ბოლომდე მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში დარჩენაზე უარი განაცხადა.

"თანაგუნდელებს ერთგვარი შიმშილის გრძნობა აქვთ. ისინი ბოლომდე კონცენტრირებულები არიან. წინ დიდი მიზანია. მე ვხედავ კონკრეტულ შანსს, მიუნხენის "ბაიერნთან" ერთად უეფას ჩემპიონთა ლიგა მოვიგო."

"რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, რომ მანჩესტერ სიტის შემადგენობაში სეზონის დასრულებამდე არ გავჩერებულიყავი, ვფიქრობ იგი მართებულია. კლუბსაც სურდა, რომ ახალი სეზონისათვის მზადება დამეწყო და ვყოფილიყავი ფოკუსირებული იმ გამოწვევებზე რაც "ბავარიაში" მელის. მე რომ სიტის შემადგენლობაში, სეზონის ბოლომდე დავრჩენილიყავი, მაშინ მოსამზადებელი პერიოდი ძალიან ხანმოკლე მექნებოდა."-ციტირებს გამოცემა Sport Bild ლეროი სანეს სიტყვებს.

ლეროი სანე მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 15 ივნისს ჩაირიცხა. სატრანსფერო დანახარჯი 49 მილიონ ევროს შეადგენს. 24 წლის შემტევმა მიუნხენურ გრანდთან 2025 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება.

ლეროი სანე მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..