» » ადრიან ფაინი : ეს შესანიშნავი გრძნობაა

ადრიან ფაინი : ეს შესანიშნავი გრძნობაა

29-ივლ-2020, 10:56
0113
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ადრიან ფაინმა, რომელიც არენდის წესით საფეხბურთო კლუბ "ჰამბურგში" ასპარეზობდა, ჯერ კიდევ ზამთარში გაახაგრძლივა 2023 წლამდე კონტრაქტი გერმანიის რეკორდმაისტერთან. სულ რამდენიმე დღის წინ ფაინი მიუნხენს დაუბრუნდა. 2020/2021 წლებში კი ჰანსი ფლიკის გუნდში შეეცდება საკუთარი ადგილის პოვნას. გასულ კვირას ადრიან ფაინმა, სხვა ახალწვეულებთან ერთად (ალექსანდრ ნიუბელი, ლეროი სანე, ტანგი ნიანზუ) პირველი ვარჯიში გამართა.

"ადრიანი ძალიან დიდი ტალანტია. მან ჩვენთან ბევრი რამ შეისწავლა და პირველივე წელს დიდი პროგრესი აჩვენა. ახლა ყველანი დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მიუნხენში თავის მომდევნო დიდ ნაბიჯს გადადგამს."-აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ჰასან სალიჰამიჯიჩი.

"ძალიან ბედნიერი ვარ, იმით რომ კვლავ სახლში ვიმყოფები. როდესაც გუნდში ამ რაოდენიბით მსოფლიო დონის ტოპ-ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, რა თქმა უნდა, დიდ სიხარულს განიცდი. ზებენერშტრასეზე პირველმა დღეებმა ბრწყინვალედ ჩაიარა."-ეს კი თავად ადრიან ფაინის სიტყვებია.

ახალგაზრდა ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში 2014 წლიდან ირიცხება. ბოლო ორი წელი მან არენდით ორ სხვადასხვა კლუბში დაჰყო ( გეგენსბურგი და ჰამბურგი), სადაც მნიშნელოვანი სათამაშო პრაქტიკა მიიღო.

ადრიან ფაინი ბაიერნი ჰასან სალიჰამიჯიჩი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..