» » Goal: ვისამ ბენ იედერი "ბაიერნის" რადარზეა

Goal: ვისამ ბენ იედერი "ბაიერნის" რადარზეა

31-ივლ-2020, 11:29
076
საფეხბურთო კლუბ "მონაკოს" თავდამსხმელი ვისამ ბენ იედერი, შესაძლოა გერმანიის ჩემპიონატში ვიხილოთ. გამოცემა Goal იტყობინება, რომ ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას მიუნხენის "ბაიერნი" იჩენს.

როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულდა. მონაკოს შემტევმა ჯამში 26 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა 18 გატანილი გოლით და 6 შედეგიანი გადაცემით. რაც შეეხება საკონტრაქტო შეთანხმებას ხსენებულ ფეხბურთელსა და მონაკოს შორის, იგი 2024 წლამდეა გათვალისწინებული.

ცნობილი ხდება ფრანგი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაც. თანხა 40 მილიონ ევროს უტოლდება. "მონაკომ" სეზონი სატურნირო ცხრილის მეცხე ადგილზე დაასრულა, მოაგროვა რა 40 ქულა. ეს კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ კლუბმა მომავალ სეზონში ევროტურნირებზე იასპარეზოს.

მიუნხენის "ბაიერნს" რომელიც კვლავაც გერმანიის ჩემპიონის რაგნში გვევლინება, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ წელს ასპარეზობა გარანტირებული აქვს. ეს დამატებითი მოტივაციაა თავად 29 წლის ფეხბურთელისათვის - აღნიშნავს გამოცემა Goal.

მონაკო ბაიერნი ვისამ ბენ იადერი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.