» » UEFA: დავიდ ალაბამ თომას მიულერი შეაქო

UEFA: დავიდ ალაბამ თომას მიულერი შეაქო

15-აგვ-2020, 16:16
090
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი ლეგიონერი დავიდ ალაბა, თომას მიულერის შესახებ საუბრობს და ამ უკანასკნელის მისამართით საქებარ სიტყვებსაც არ იშურებს. დავიდ ალაბას ინტერვიუ უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი.

"ამ გამარჯვების გამო ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ პირველივე წუთებიდან მძლავრად ვმოქმედებდით და ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას ვიჩენდით. რაც შეეხება თომას მიულერს, ჩვენ ვამაყობთ და ბედნიერები ვართ, რომ ასეთი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენთვის იგი არიას უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. დღეს მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია და დარწმუნებული ვარ, ამავე შემართებით განაგრძობს ასპარეზობას მომავალშიც."-აღნიშნავს დავიდ ალაბა.

შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" კატალონიის "ბარსელონას" განადგურებით (8:2), უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გერმანიის "რეკორდმაისტერი" საფეხბურთო კლუბ "ლიონისა" და მანჩესტერ "სიტის" გამარჯვებულს შეერკინება.

დავიდ ალაბა თომას მიულერი ჩემპიონთა ლიგა ბარსელონა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.