» » Yahoo news: კიმიხი ფინალურ პაექრობას გამოეხმაურა

Yahoo news: კიმიხი ფინალურ პაექრობას გამოეხმაურა

22-აგვ-2020, 23:20
071
მიუნხენის "ბაიერნის" უკანახაზელი იოზუა კიმიხი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პარიზული კლუბის ფეხბურთელები მაღალი სისწრაფით გამოირჩევიან, თუმცა გერმანიის "რეკორდმაისტერი" არ აპირებს ხსენებულ შეხვედრაში, ყრუ დაცვაში ჩადგეს.

"ორივე ეს ფეხბურთელი (იგულისხმება ნეიმარი და კილიან მბაპე) ძალიან დიდი სისწრაფით გამოირჩევა. ჩვენ ამ მატჩს სათანადო მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ, ეს მეტოქე გაცილებით სწრაფია ვიდრე განვლილი მოწინააღმდეგეები. ამის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ დაცვაში უნდა ჩავდგეთ. უეფას ჩემპიონთა ლიგის ხსენებულ შეხვედრისათვის ზუსტად იმავე განწყობით ვემზადებით, როგორც ეს აქამდე იყო - სხვა მატჩების დროს. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია."

"საკლუბო დონეზე, ამაზე მნიშვნელოვანი ტიტული არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, რომ შეხვედრას ქომაგი არ დაესწრება, თუმცა შესაძლოა ეს გამოვიყენოთ კიდეც. "ბაიერნის" წინა თაობა მეორე შანსს ელოდა, ჩვენ ამის გაკეთება პირველივე ჯერზე გვსურს."
-ციტირებს გამოცემა Yahoo news, იოზუა კიმიხის სიტყვებს.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

იოზუა კიმიხი ფინალი ჩემპიონთა ლიგა ფინალი პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..