სალიჰამიჯიჩი: ჩვენი ოცნებები ასრულდა
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ჰასან სალიჰამიჯიჩი, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ორთაბრძოლას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" "პარი სენ-ჟერმენი" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა და ხსენებული ტურნირი ისტორიაში მეექვსედ მოიგო.
"დაუჯერებელია! ჩვენი ოცნებები ასრულდა :უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება - შვიდ წელიწადში მეორე ტრებლი. შეუძლებელია აღვწერო, თუ როგორ ვამაყობ ამ ბიჭებით, მთავარი მწვრთნელით და მთლიანად პერსონალით. ეს ტრიუმფი ეძღვნება ჩვენს გულშემატკივარს და ჩვენს შესანიშნავ კლუბს. ამავე განწყობით ვაპირებთ გაგრძელებას."-წერს ჰასან სალიჰამიჯიჩი.