» » Welt am Sonntag: რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკი შეაქო

Welt am Sonntag: რუმენიგემ რობერტ ლევანდოვსკი შეაქო

31-აგვ-2020, 16:17
084
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა ამ უკანასკნელის მიმართ და აღნიშნა, რომ იგი უდიდესი პროფესიონალია.

"შესაძლებელია, რობერტი საუკეთესო პროფესიონალია მათ შორის, ვინც კი აქ მინახავს. ლევანდოვსკი 35 წლის ასაკშიც უფრო უკეთესი იქნება ვიდრე, ამავე ასაკის კრიშტიანო რონალდო. რობერტი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ნამდვილი მაგალითია. მისი დიეტა, ცხოვრების სტილი მიმართულია მხოლოდ წარმატებებზე. როდესაც გასახდელში მის სხეულს ვხედავ, ვფიქრობ რომ იგი ადონისს ჰგავს (ძველბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც საკუთარი სილამაზით გამოირჩეოდა). მას არ შეუძლია ამაზე უკეთესი იყოს." - აცხადებდა რუმენიგე გამოცემა Welt am Sonntag-თან საუბრის დროს.

სულ რამდენიმე საათის წინ მიცემულ ინტერვიუში, "ბავარიელთა" ხელმძღვანელი ტიაგო ალკანატარას შესაძლო ტრანსფერზეც საუბრობდა- "ტიაგოს, სურს რომ დაგვემშვიდობოს. შესაბამის წინადადებებს, უახლოეს დღეებში ველით. თუკი მოვლენები სწორედ ამგვარი სცენარით წარიმართება, მაშინ ეს ძალიან მტკივნეული მომენტი იქნება."-ციტირებს გამოცემა Die Welt "ბაიერნის" ხელმძღავნელის სიტყვებს.

კარლ-ჰაინც რუმენიგე რობერტ ლევანდოვსკი ტიაგო ალკანტარა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..