» » Bayern & Germany: ლიოვი კაი ჰავერცის ტრანსფერს გამოეხმაურა

Bayern & Germany: ლიოვი კაი ჰავერცის ტრანსფერს გამოეხმაურა

6-სექ-2020, 01:11
067
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, გამოცემა Bayern & Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში კაი ჰავერცის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, 21 წლის გერმანელი ფეხბურთელი ამიერიდან ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს. ხსენებულმა ნახევარმცველმა "არისტოკრატებთან" 5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთი დიდი ტალანტი, როგორიც კაი ჰავერცია, ბუნდესლიგას ტოვებს. მიუხედავად ამისა, ხსენებულ სიტუაციაში დადებით მომენტებსაც ვხედავ. ფეხბურთელები საზღვარგარეთ განვითარებას განაგრძობენ. ვფიქრობ, კაი და ტიმო ვერნერი საკუთარ პროგრესირებაში ახალ ნაბიჯებს გადადგამენ, რაც საბოლოო ჯამში ჩვენ დაგვეხმარება." - ციტირებს გამოცემა Bayern & Germany იოაჰიმ ლიოვის სიტყვებს.

კაი ჰავერცი ლევერკუზენის "ბაიერის" შემადგენლობაში 2016 წლიდან ასპარეზობდა. განვლილ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გამოირჩა 12 გატანილი გოლით და 6 შედეგიანი გადაცემით. 2018 წლიდან ეს ფეხბურთელი ნაციონალური გუნდის ღირსებასაც იცავს.

იოაჰიმ ლიოვი კაი ჰავერცი ლონდონის ჩელსი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..