» » Sport Bild: სალიჰამიჯიჩი დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს

Sport Bild: სალიჰამიჯიჩი დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს

17-სექ-2020, 23:13
061
მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი, დავიდ ალაბას გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მხარეები ახალ კონტრაქტის დეტალებზე კვლავაც ვერ თანხმდებიან. "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, ალაბას აგენტს პინი ზაჰავის ხარბი პირანია უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი და მისი აგენტი, 5 წლიან ხელშეკრულებას და წლიური ანაზღაურების სახით - 25 მილიონ ევროს ითხოვენ.

"ზაჰავი სულ სხვა კატეგორიით საზღვრავს. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია ამის გაკეთება, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ მის კარნახს მივყვეთ. არ ვაპირებთ გიჟური რაღაცეების გაკეთებას, ისეთის როგორიც ეს მას სხვა კლუბებში შეეძლო, რომ ეხილა. "ბაიერნს" აქვს თავის სპორტული და ფინანსური ორიენტირი, რობერტ ლევანდოვსკის და მანუელ ნოიერის სახით. ჩემი აზრით, თავად დავიდიც არ ფიქრობს, რომ იგი ხსენებულ თანაგუნდელებს რაიმეთი აღემატება."

"ალაბა შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. მას კლუბში აფასებენ: გუნდი, მწვრთვნელი, პრეზიდენტი, გენერალური დირექტორი, მე, ოლივერ კანი და რა თქმა უნდა, ული ჰიონესიც. მას ყველანი ვაფასებთ." - ციტირებს ჰასან სალიჰამიჯიჩის სიტყვებს გამოცემა Sport Bild.

ჰასან სალიჰამიჯიჩი დავიდ ალაბა ული ჰიონესი პინი ზაჰავი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.