» » ლეროი სანე სადებიუტო მატჩს აფასებს

ლეროი სანე სადებიუტო მატჩს აფასებს

19-სექ-2020, 16:42
057
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ლეროი სანე, ხსენებული კლუბის რიგებში საკუთარ დებიუტს აფასებს. შეგახსენებთ, ბუნდესლიგის პირველი ტურის მატჩში "ბაიერნმა" გელზენკირხენის "შალკე 04" მიიღო და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 8-0 დაამარცხა.

ძალიან ბედნიერი ვარ. გასულ წელს გუნდი ტოპ-სიმაღლეზე იმყოფებოდა, შემადგენლობაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავდათ, რომლებიც ბრწყინვალედ ურთიერთმოქმედებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრებლი მოიგეს, ბიჭებს კვლავ გამარჯვებები წყურიათ. "შალკეს" წინააღმდეგ ჩატარებული ასეთი მატჩი, ბუნდესლიგის შესანიშნავი სტარტია.

ძალიან კარგი იყო ამ ფეხბურთელებთან ერთად, კვლავ თამაში. ეს იყო კარგი დღე, კარგი თამაში, ბევრი გოლი... ჩვენ მეტოქეს შანსი არ დავუტოვეთ. რა თქმა უნდა, ჩემი სურვილია მაქსიმუმი გავიღო, მაგრამ ჯერ 100 პროცენტით მზად არ ვარ. მე ყოველთვის მინდა ჩემი წვლილი შევიტანო, მინდა გუნდს დავეხმარო გამარჯვებების მოპოვებაში.”
- აღნიშნავდა ლეროი სანე მატჩის დასრულების შემდეგ.

ხსენებულ მატჩს გამოეხმაურა "ბაიერნის" ცოცხალი ლეგენდა ოლივერ კანი -"სინამდვილეში, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ გუნდმა პირველივე მატჩში იგივე თამაში აჩვენა, როგორც ეს წინა სეზონში იყო. ჩვენ ძალიან მოკლე სეზონური ტრენინგი გვქონდა. ბიჭები ფეხბურთით უბრალოდ ტკბებოდნენ. მათ სურთ კიდევ უფრო უკეთესბი გახდნენ და მუდმივად პროგრესირებენ. დღეს ლეროი სენის დებიუტი შედგა. მას სურდა ეჩვენებინა, რომ სრულ მზადყოფნაშია და მაქსიმუმს გაიღებს" - აცხადებდა ოლივერ კანი.

ლეროი სანე ოლივერ კანი ბუნდესლიგა შალკე 04

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..