» » ლოპოტეგი: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

ლოპოტეგი: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით

25-სექ-2020, 14:35
079
"სევილიას" მთავარი მწვრთნელი ჰულენ ლოპეტეგი, ევროპის სუპერთასის ფინალურ პაექრობას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, მიუნხენის "ბაიერნმა" ესპანური კლუბი ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

"ჩვენ საკუთარი მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. მეტოქე გუნდს ბრწყინვალე მეკარე ჰყავს - მანუელ ნოიერის სახით. საკუთარი გუნდით ძალიან ვამაყობ. ფეხბურთელების მიერ საქმისადმი დამოკიდებულება განსაცვიფრებელია. აღსანიშნავია მათი მონდომება, მენტალიტეტი... მოთამაშეებს წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდათ და ბოლომდე იბრძოდნენ. სამწუხაროდ სახლში ტიტულის გარეშე გვიწევს დაბრუნება, თუმცა ვამაყობთ იმით, რისი გაკეთებაც შევძელით." - ციტირებს ლოპოტოგის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ხსენებულ მატჩს გამოეხმაურა "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკიც: "ძალიან სასიამოვნო იყო, სტადიონზე გულშემატკივრების ხილვა. ვფიქრობ, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა. იმედს ვიტოვებ, უახლოეს პერიოდში არენები კვლავ ბოლომდე შეივსება, თუმცა ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს პანდემია. ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მომენტი იყო. მოედანზე განსხვავებული ატმოსფერო სუფევდა. გუნდი ბრწყინვალე მენტალიტეტს დემონსტრირებს არა მხოლოდ კონკრეტულ მატჩებში, არამედ ვარჯიშებზეც. ლევანდოვსკის მიერ შესრულებული ასისტით, შეგეძლოთ სიამოვნება მიგეღოთ. შეხვედრის ბოლოს, გუნდი საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე თამაშობდა."- ამბობს ჰანსი ფლიკი.

სევილია ჰულენ ლოპოტეგი მიუნხენის ბაიერნი სუპერთასი ჰანს-დიტერ ფლიკი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.