» » მარკ როკა "ბავარიელია"

მარკ როკა "ბავარიელია"

5-ოქტ-2020, 19:31
089
„ბავარიამ“ ბარსელონას „ესპანიოლიდან“ 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი მარკ როკა დაიმატა. ესპანელმა კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2025 წლამდე გააფორმა.

ჰასან სალიხამიჯიჩი: „ძალიან მოხარულები ვართ მარკ როკას შეძენით. მისი საფეხბურთო და ადამიანური თვისებებიდან გამომდინარე მშვენივრად ერგება ჩვენს გუნდს და პროგრესირებას განაგრძობს. დარწმუნებულნი ვართ, რომ მარკი ჩვენს გუნდს მეტ ხარისხს შემატებს“.

მარკ როკა: „ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი ოცნება ასრულდა. ჩემთვის „ბავარია“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია ძლიერი ტრადიციებით. მოხარული ვარ რომ ამ კლუბის ფერებს დავიცავ“.

„ესპანიოლის“ შემადგენლობაში როკამ 121 თამაშში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლის ავტორი გახდა. „ბავარიაში“ ის 22 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებამ 9 მილიონი ევრო შეადგინა.

მარკ როკა

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.