» » მანუელ ნოიერისა და ლეონ გორეცკას შეფასებებ

მანუელ ნოიერისა და ლეონ გორეცკას შეფასებებ

8-ნოე-2020, 11:29
051
გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოპოვებულ გამარჯვებას აფასებს, მიუნხენის "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი, მანუელ ნოიერი და ლეონ გორეცკა. შეგახსენებთ, ორთაბრძოლა ანაგრიშით 2-3 დასრულდა.

მანუელ ნოიერი -"ეს დამსახურებული გამარჯვებაა, განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენს თამაშს შეხვედრის მეორე ნახევარში. მოედანზე უკეთესი გუნდი ვიყავით. მატჩის მსვლელობას სულ უფრო და უფრო უკეთ ვაკონტროლებდით. შესვენებამდე გატანილი დავიდ ალაბას გოლი, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მისი წყალობით სიმშვიდე შევინარჩუნეთ. მეორე ტაიმში ძალიან ძლიერი თამაში ვაჩვენეთ"

ლეონ გორეცკა -"დორტმუნდი" ჩვენს შეცდომებზე იყო კონცენტრირებული. დღეს ჩვენ შეცდომები საკმაოდ დიდი რაოდენობით დავუშვით. დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან გადამწყვეტ მომენტებში ვმოქმედებდით მკაფიოდ. ყველა გუნდი დემონსტრირებს იმას თუ რა შეუძლია. ჩვენ შევძელით და სრული 90 წუთის მანძილზე საკუთარი მაქსიმუმი გავიღეთ. ასეთი ორთაბრძოლები ორმაგად მნიშვნელოვანია."

მიუნხენის ბაიერნი დორტმუნდის ბორუსია მანუელ ნოიერი ლეონ გორეცკა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.