» » ფლიკი: შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ

ფლიკი: შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ

6-დეკ-2020, 13:09
0114
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანს დიტერ ფლიკი, საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგთან" გამართულ შეხვერას გამოეხმაურა. ბუნდესლიგის ეგიდით ჩატარებული მატჩი ფრედ ანგარიშით 3-3 დასრულდა.

"ჩვენ კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში მარცხი არ განვიცადეთ. ნამდვილად გიჟური შეხვედრა აღმოჩნდა, ორივე გუნდის დაცვის ხაზი არ იყო მზად სრული 100 პროცენტით. გავუშვით რამდენიმე მარტივი გოლი. ეს რაღაც გაუგებრობას უკავშირდებოდა. თავის როლს ასევე თამაშობს ის ფაქტიც, რომ მოცემულ მომენტში ცვლილებებს დიდი რაოდნებით მივმართავთ."

"მიუხედავად ამისა მაინც მოვახერხეთ მატჩის შემობრუნება. უფრო მეტად ვფლობდით ბურთს. როდესაც ბურთის დაჭერა შევძელით, კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. ჩვენი მხრიდან ასევე იყო გრძელი, მოუმზადებელი გადაცემების შესრულებაც მთელ რიგ ეპიზოდებში. უნდა ვეცადოთ და სატურნირო ცხრილში საკუთარი პოზიცია შევინარჩუნოთ."
- აცხადებდა ნამატჩევს ჰანს დიტერ ფლიკი.

მოცემულ მომენტში მიუნხენის "ბაიერნი" მოპოვებული 23 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზეა "ლაიპციგია". ამ გუნდის აქტივში 21 ქულაა ფიქსირებული.

ჰანსი ფლიკი მიუნხენის ბაიერნი ლაიპციგი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..