» » მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

6-დეკ-2020, 13:10
0126
გერმანიის ჩემპიონატის ეგიდით გამართული შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლაიპციგს" შორის ფრედ, ანგარიშით 3-3 დამთავრდა. ხსენებულ პაექრობას ეხმიანება "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი მანუელ ნოიერი და თომას მიულერი.

მანუელ ნოიერი -"ნეიტრალური ქომაგისთვის ეს ფანტასტიკური შეხვედრა იყო. ნამდვილი ბრძოლა გადავიტანეთ, იყო მომენტები რა დროსაც მეტოქემ გვძლია. საბოლოო ჯამში მიღებული 1 ქულა ნორმალური რეზულტატია. 0:1-ისა და 2:3 ის შემდეგ ჩვენი მთავარი ამოცანა გახდა "ლაიპციგს" გამარჯვებისთვის არ მიეღწია. წინააღმდეგ შემთხვევაში სატურნირო ცხრილში ყველაფერი აირეოდა. ორივე კიპერისთვის არ იყო სასიამოვნო სამ-სამი გოლის მიღება. ამ სეზონში ძალიან ბევრს ვუშვებთ. ეს ცუდია, ამ ასპექტზე შესაბამისი მუშაობა გვმართებს. დაცვაში დაბრუნება და პოზიციური თამაში - ეს უნდა გავაუმჯობესოთ!"

თომას მიულერი -"ჩემი მხრივ, უამრავი ბურთი დავკარგე. არ იყო ყველაფერი იდეალურად. ბოლოს და ბოლოს დუბლსაც ყოველ თამაშში ვერ შეასრულებ. უკეთ თამაში შემეძლო. ის რომ, შეიძლებოდა თამაშის შემობრუნებაზე გვემუშავა, ეს მატჩამდეც ვიცოდით. მსგავსი მოცემულობა, რომ გახშირდა, ესეც არ არის ჩვენთვის უცხო. საბოლოო ჯამში, მიღებული ქულის გამო, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე, მანუს ვესაუბრე, უნდა გაგვერისკა თუ არა შეტევა მაქსიმალური ძალებით. ეს დიდ რისკს უკავშირდებოდა. გადავწყვიტეთ, რომ არ ღირდა ამის გაკეთება. კარგია, რომ ცხრილის ლიდერებად დავრჩით. დარტყმები ხდება ხოლმე. მომავალ შეხვედრებში გამარჯვებები უნდა მოვიპოვოთ. ამაზე სამუშაოა."

მანუელ ნოიერი თომას მიულერი მიუნხენის ბაიერნი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..